ყასაბი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.
"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ; სამუშაო განაკვეთი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები
- ხორცის მიღება, შემოწმება ხარისხის, სუნის, კონსისტენციის და ვადის მიხედვით;
- ხორცის დაჭრა, დამუშავება და გასუფთავება რეცეპტებისა და სამზარეულოს მოთხოვნების შესაბამისად;
- სხვადასხვა სახის ხორცის წესების მიხედვით დალაგება და შენახვა;
- ნარჩენების ეფექტიანი მართვა და დანაკარგების მინიმიზაცია;
- სანიტარული, ჰიგიენური და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ხორცის დამუშავების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა;
- მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;
- სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვება;
- Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) იმეილზე . სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!