8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PX3ZG3M4 გამოქვეყნდა 27 აგვ 6 ნახვა

კლასის კოორდინატორი/ტუტორი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლასის კოორდინატორი/ტუტორის პოზიციაზე გელოვანის/წყნეთის კამპუსში.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26-წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.

კლასი: I-IV სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კვებას; ** ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: "ბაქსვუდში" ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას; ** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან; ** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვისა და განვითარების მენეჯერთან

*კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება დაწყებითი განათლების, განათლების მეცნიერებების, ბავშვის ფსიქოლოგიის ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. ** სამუშაო გამოცდილება: საგანმანათლებლო სფეროში, დაწყებით საფეხურზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (პედაგოგიური, სააღმზრდელო ან ადმინისტრაციული მიმართულებით); ** კლასის ხელმძღვანელად, ტუტორად ან საგაკვეთილო/კლასგარეშე პროექტების კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება; ** საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგიის, ქცევითი თავისებურებებისა და სოციალურ-ემოციური განვითარების ეტაპების ცოდნა; ** შესაბამისი კლასების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების, მოსწავლეთა დასწრების, დისციპლინისა და სასკოლო გარემოში ადაპტაციის მონიტორინგის უნარი; ** უმცროსი ასაკისთვის შესაბამისი შიდასასკოლო, კლასგარეშე და შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვისა და ორგანიზების კომპეტენცია; ** მოსწავლეებში პოზიტიური, მზრუნველი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კლასის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ** მშობლებთან მჭიდრო, სისტემატური და პარტნიორული კომუნიკაციის წარმართვა, მათი პროაქტიული ინფორმირება ბავშვის სასკოლო ცხოვრებისა და ყოველდღიური გამოწვევების შესახებ.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ემპათია, თბილი, კეთილგანწყობილი და უშუალო მიდგომა უმცროსი ასაკის მოსწავლეებთან; ** მაღალი მოთმინების უნარი, ტაქტი და ბავშვებს შორის წამოჭრილი კონფლიქტებისა თუ ემოციური ფონის მშვიდად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და რამდენიმე მიმდინარე ამოცანის ერთდროულად ეფექტიანად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პოზიტიური ენერგია და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მუდმივი მზაობა; ** ეთიკური ნორმებისა და მოსწავლეთა/მშობელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა; ** გუნდურობა და მჭიდრო თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან და დაწყებითი განათლების ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კლასის კოორდინატორი/ტუტორი

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა