სტომატოლოგის ასისტენტი
"Persona Dental Clinic" აცხადებს სტომატოლოგის ასისტენტის ვაკანსიას!
თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე, პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 20:00
ძირითადი მოვალეობები:
** სტომატოლოგის ასისტირება მკურნალობის პროცესში (4-ხელის პრინციპით);
** სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და შემდეგ;
** სტომატოლოგიური მასალებისა და ინსტრუმენტების მომზადება;
** ინფექციის კონტროლისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
** პაციენტებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილება მხოლოდ საექთნო საქმის მიმართულების სტუდენტი ან დიპლომირებული პირი.
** სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივაცია განვითარებისა და სწავლისთვის.
ანაზღაურება: 1500 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
თუ გსურთ გახდეთ Persona Dental Clinic-ის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.