7822 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

PY42XPMS გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერი / გაყიდვების მენეჯერი

თიბისი ლიზინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე.

მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: - სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება; - სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება; - პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია; - მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება; - მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით; - ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის, ეკონომიკის და/ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით); - აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების და/ან აქტივების რეალიზაციის მიმართულებით; - ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; - Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: - ეფექტური კომუნიკაცია; - სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; - ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; - დროის ეფექტურად მართვა; - გუნდური მუშაობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1P6FM86e

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი ლიზინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა