პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

PYD7G5XJ გამოქვეყნდა 12 ნოე 10 ნახვა

მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗
დაზღვევა · განცხადებაში

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი,

ქალაქში - თბილისი,

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ძირითადი მოვალეობები

  • საინფორმაციო სისტემების მართვა და უწყვეტი სერვისის უზრუნველყოფა
  • MS SQL Server-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება
  • მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და წარმადობის გაუმჯობესება
  • SQL მოთხოვნების (Queries) ოპტიმიზაცია და ინდექსების მართვა
  • მონაცემთა სარეზერვო ასლების (Backup) შექმნა და აღდგენა (Restore)
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების, წვდომებისა და უფლებების მართვა; სტანდარტების დაცვა
  • მონაცემთა მთლიანობისა და სიზუსტის კონტროლი
  • SQL Server Agent-ის სამუშაო დავალებების მართვა და ავტომატიზაცია
  • შეფერხებებისა და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; გადაუდებელი შემთხვევების კოორდინაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
  • მონაცემთა ბაზების განახლება, მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
  • დეველოპერებთან თანამშრომლობა სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად
  • ვენდორთან და კონტრაქტორთან კომუნიკაცია, დავალებების მიწოდება და დანერგვის კონტროლი
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
  • მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე და ტექნოლოგიების სფეროში 3 წლიანი გამოცდილება
  • MICROSOFT SQL, MySQL ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
  • AMAZON AWS-თან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა