პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

Q0Q3032Q გამოქვეყნდა 7 ნოე 0 ნახვა

ტექნიკოსი

სასტუმრო KMM

სასტუმრო KMM

სასტუმრო KMM გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი

KMM Hotel ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. სასტუმრო ამჟამად აერთიანებს 66 მყუდრო ოთახს, გამოირჩევა ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური გუნდის მომსახურებით. KMM Hotel-ის მთავარი მიზანია სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომლებისთვის - საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. KMM Hotel-ის სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. სასტუმრო KMM გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. KMM Hotel იწვევს ყველას, ვისაც სურს, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის რიტმს აყვეს და გახდეს მისი ნაწილი. https://kmm.ge/en/home

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: საათები შეთანმხებით ( 6 სამუშაო, 1 დასვენების დღე ) ანაზღაურება: შეთანხმებით

სავალდებულო უნარები (Skills)

  • ტექნიკური ცოდნა ელექტროობის, სანტექნიკისა და წვრილმანი სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.
  • გათბობის, გაგრილების და კონდიცირების სისტემების საბაზისო ცოდნა.
  • ავეჯისა და ინტერიერის მცირე დაზიანებების სწრაფად შეკეთების უნარი.
  • ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
  • პრევენციული ტექნიკური შემოწმებების დაგეგმვა და შესრულება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სწრაფი რეაგირება ავარიულ სიტუაციებში.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
  • ფიზიკური გამძლეობა და მრავალფეროვანი ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი.
  • უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • სასტუმროს შენობისა და ტერიტორიის ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი.
  • ნომრების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ელექტროობის, სანტექნიკის, განათების, კარ-ფანჯრების, საკეტების, ავეჯისა და სხვა ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
  • წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი.
  • ტექნიკური მარაგების აღრიცხვა და საჭირო მასალების დროული მოთხოვნა.
  • კონტრაქტორებისა და გარე ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში.
  • სასტუმროს საერთო სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • სასტუმროს ფლობელთან პირდაპირი დაქვემდებარება და მისი დავალებების შესრულება.

კომპანიაში არსებული ბენეფიტები

  • კვებით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://kmmhotel.selfrecruit.ge/s/lz2BT

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა