9887 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Q1RMRK17 გამოქვეყნდა 22 ოქტ 14 ნახვა

ფინანს. ანგარიშგ. და ანალიზ. სამმართველოს მთავარი სპეციალისტ

ორიგინალზე გადასვლა ↗
₾4480 / თვეში ბოლო ვადა: 1 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სსიპ - "საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ორგანიზაციის შესახებ

სამსახური, კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობას, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის ხელშეწყობას.

კატეგორია: ფინანსები განცხადების ბოლო ვადა: 31.10.2026 თანამდებობრივი სარგო: 4480 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

  • დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საზედამხედველო სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებულ - ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური, წლიური და სხვა ანგარიშგების ფორმების, ასევე, სხვა დამატებითი ინფორმაციის დამუშავება, შეფასება და ანალიზი;
  • საზედამხედველო სუბიექტების მიერ საბანკო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ცნობების კონტროლი, მონაცემების აღრიცხვა და შედარება წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან;
  • მიღებული ანგარიშგების ფორმებში ხარვეზების გამოვლენისას, შესაბამისი წერილების მომზადება და საზედამხედველო სუბიექტებიდან ახსნა-განმარტებების და/ან დაზუსტებული ანგარიშგების ფორმების გამოთხოვა;
  • დაზუსტებული ანგარიშგების ფორმების, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების განხილვა და მოხსენებითი ბარათების მომზადება;
  • ანგარიშგებების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რისკების შესახებ უშუალო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების და ინგლისურ ენაზე თარგმნის პროცესში მონაწილეობის მიღება, სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების მიზნით;
  • სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკურ, ფინანსურ და სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსულ წერილებზე, პასუხების მომზადება. ამ მიზნით, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება და მიწოდება;
  • საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების საფუძველზე, სამსახურის ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუნარიანობის, ლიკვიდურობისა და საზედამხედველო კაპიტალის მიმართ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით;
  • კაპიტალის მინიმალური ოდენობის უზრუნველსაყოფად საბანკო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტების ხელშეკრულებების აღრიცხვა, მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებული გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად სამსახურთან წინასწარი შეთანხმების პროცესში განხილვის და ოფიციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • სავალდებულო დაზღვევის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შედარება მზღვეველი ორგანიზაციების მიერ ანგარიშგების ფორმებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან;
  • საზედამხედველო სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და გარე აუდიტორული დასკვნების მათ ვებ გვერდზე განთავსების კონტროლი;
  • საზედამხედველო სუბიექტების მიერ სამსახურში წარდგენილი გარე აუდიტორული დასკვნების შეფასება და შედარება სამსახურში წარდგენილ ანგარიშგების ფორმებთან;
  • მზღვეველი ორგანიზაციების სანქცირებასთან დაკავშირებული ბრძანებების აღრიცხვა და ადმინისტრირების კონტროლი;
  • სამსახურის უფროსის დავალებით, მზღვეველი ორგანიზაციების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების ადგილზე შემოწმებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების და მათი შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;
  • სამსახურში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მათი მხარდაჭერა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • "სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილება;
  • საქართველოს კანონი "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ";
  • სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საკონკურსო მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი
  • პროფესია - ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა, სფერო): ფინანსების სფეროში არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სადაზღვევო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ასპექტების სრულყოფილად ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ცოდნა;
  • ინგლისური ენა: C1
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office: Word, Excel, Outlook, Powerpoint - ცოდნის დონე: ძალიან კარგი.

სასურველია:

  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
  • მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
  • წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • კეთილსინდისიერება.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურს

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტრის ასისტენტი

ახალი
ამბარი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია გარე განცხადება
22 ოქტ

სააღსრულებო წარმოების სპეციალისტი

ახალი
აქტივების მართვის სამსახური თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია მიმართე აქ
22 ოქტ

ადგილზე ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ახალი
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია დაზღვევა · განცხადებაში მიმართე აქ
₾4480 22 ოქტ

ფინანსური მართვის და გადახდების სპეციალისტი

ახალი
IFAD - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია გარე განცხადება
22 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა