კურიერი საკუთარი ავტომობილით
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: 2400-3000 ლარი (გამომუშავებით)- ტარიფი: ყოველ აღებულ/ჩაბარებულ მისამართზე 3 ლარი
- მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ.64
- სამუშაო არეალი: დიღომი, გლდანი - ნაძალადევი, დიდუბე - ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით თბილისში" ან შეავსოთ აპლიკაციის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/cb03788521a5a03a629487df6e8bfbe4
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.