8831 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q2YFPCNV გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

საკვები ხაზის კონსულტანტი

კაფეტერია Canteen_Area გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾800 / თვეში ბოლო ვადა:

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 359 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "Canteen_Area" აცხადებს ვაკანსიას საკვები ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;

** მომხმარებლის მოსმენა, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისის შეთავაზება:

** მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

** პროდუქციის ინვენტარის განლაგება;

** დარჩენილი პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაზისო კომპიუტერული უნარები;

** სერვის+ ის ცოდნა;

** უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენის ცოდნას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

** თავაზიანობა;

** კომუნიკაციის კარგი უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან - 18:00 საათამდე; ყოველი მეორე შაბათი - 10:00-დან 16:00 საათამდე.

** ანაზღაურება: 800 ლარი

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

გამოხმაურების ბოლო ვადა: 2026 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კაფეტერია Canteen_Area
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა