9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Q329N6NR გამოქვეყნდა 17 ოქტ 59 ნახვა

სადაზღვევო კომპანია იმედი L

სადაზღვევო კომპანია იმედი L

სატელეფონო კონტაქტ ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი

ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

იმედი L აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სატელეფონო კონტაქტ ცენტრის უნივერსალური სპეციალისტი-ქუთაისი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური სპეციალისტის პოზიციაზე

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი; წელიწადში ორჯერ ხელფასის მატება. სამუშაო ადგილი : ქუთაისი, აღმაშენებლის ქუჩა სამუშაო განრიგი : არასტანდარტული, სამუშაო 9 საათი (1 საათი შესვენება) , მცოცავი გრაფიკი 08:00 – 23:00 , კვირაში ორი დღე დასვენება. მოსამზადებელი პერიოდი (სტაჟირება) ანაზღაურებადია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის დაზღვეული პაციენტების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება; - დაზღვეული პაციენტისათვის პერსონალურ ექიმთან და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა; - გეგმურ და გადაუდებელ შემთხვევებში დაზღვეულთა სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა; - მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები); - სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები: - ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული; - მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bxKqmfYd

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა