ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს, შიდა აუდიტის სამსახურში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების ან ტექნოლოგიური რისკების სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალი დონეზე;
- ISACA სტანდარტების ცოდნა;
- COBIT-ის, ISO/IEC 27001/27002-ის, NIST-ის ან მსგავს ჩარჩოებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია CISA, CISM, CISSP ან CIA სერტიფიკატი ან სერტიფიცირების პროცესში ყოფნა.
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ლოგირების სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას (პრიორიტეტულად Arcsight);
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კორპორაციული "enterprise" ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიან გამოცდილებას;
- კონტროლების დიზაინისა და ოპერაციული ეფექტიანობის ტესტირების გამოცდილება;
- კანდიდატის სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში / საჯარო სექტორში ჩაითვლება უპირატესად;
სხვა მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
- საუკეთესო ანალიტიკური უნარები;
- მოტივირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული აქტივების იდენტიფიკაციისა და კლასიფიკაციის პროცესების აუდიტი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების რისკების შეფასების მეთოდოლოგიების აუდიტი (risk assessment, risk appetite, risk register);
- მესამე მხარეებისა და ვენდორების კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის კონტროლების აუდიტი;
- წვდომის მართვისა და იდენტობის კონტროლების აუდიტი (IAM, PAM, MFA, SoD);
- მონაცემთა დაცვის კონტროლების აუდიტი (Data Classification, DLP, Encryption);
- კონფიგურაციის და "hardening" სტანდარტების აუდიტი (GPO, baseline configurations);
- Security Awareness და ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება;
- ცვლილებების მართვის და SDLC პროცესებში უსაფრთხოების კონტროლების აუდიტი;
- ქსელური და პერიმეტრის დაცვის კონტროლების შეფასება (WAF, NGFW, segmentation);
- უსაფრთხოების მონიტორინგის არქიტექტურის აუდიტი (SIEM, log management, XDR/EDR);
- ლოგების სისრულის, ხარისხისა და შენახვის კონტროლების შეფასება;
- საყურადღებო ინციდენტების (Detection use cases)-ის დაფარვის, გაფრთხილების სისტემის რეგულირების და დახვეწის აუდიტი;
- უსაფრთხოების ინციდენტების დროულად აღმოჩენის ეფექტიანობის შეფასება;
- SOC პროცესების შესაბამისობის და KPI/KRI-ების შეფასება;
- ბიზნესის უწყვეტობის (BCP) და კატასტროფის აღდგენის (DR) გეგმების აუდიტი;
- აღდგენის დროისა (RTO/RPO) და ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისობის აუდიტი;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის (პოლიტიკები, პროცედურები, როლები, პასუხისმგებლობები) შესაბამისობის შეფასება;
- მკაფიო, რისკზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 12 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.