ფოტოგრაფი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები: - ოფიციალური ღონისძიებების, პროტოკოლური შეხვედრებისა და პრესკონფერენციების ფოტოგადაღება; - რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვითი პროექტების, ფერმერების, მოსავლის აღებისა და წარმოების პროცესების ფოტო-დოკუმენტირება; - ფოტოების დამუშავება: ფერთა კორექცია, განათების ხარვეზების გასწორება, კადრირება (Crop) და ფოტომასალის სრულყოფილი სახით მომზადება პრესსამსახურისა და სოციალური მედიისთვის; - სამინისტროს ფოტოარქივის მართვა და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - Adobe Lightroom, Photoshop, Adobe Illustrator და ფოტოდამუშავების სხვა პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; - პროფესიონალ ფოტოგრაფად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა პორტფოლიოს წარმოდგენა); - პროტოკოლური გადაღების წესებისა და ეთიკის ცოდნა; - დინამიკურ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; - დეტალებზე კონცენტრირების უნარი; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mepa.gov.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322378010
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ. ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ: CV ქართულ ენაზე.