კბილის ტექნიკოსი
შპს "SGS Dental Lab" აცხადებს ვაკანსიას კბილის ტექნიკოსის (CAD/CAM და ხელით მუშაობის გამოცდილებით) პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები
- ციფრული ფაილების დამუშავება და ჩარხზე (CAD/CAM) მუშაობა.
- ჩარხიდან მოხსნილი ნაკეთობების ხელით დამუშავება: დისკებისგან/ბლოკებისგან დეტალების ფრთხილად გამოჭრა, საყრდენების ჩამოჭრა და ზედაპირის სრულყოფილი გლუვები და სინთერიზაციაზე გაშვება.
- სინთერიზაციის შემდგომ მოდელზე დასმა, კონტაქტებში, ოკლუზიაში საჭიროების შემთხვევაში პოლირება, დაგლაზურება, ფხვნილით დამუშავება.
- ციფრული თუ თაბაშირის მოდელების შექმნა.
- ინსტრუმენტებით (მიკრომოტორით, ფრეზებით) ზუსტი მანუალური მუშაობა მიკროდეტალებზე.
- ხარისხის მკაცრი კონტროლი ლაბორატორიიდან გაცემამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კბილის ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია ხელით მუშაობის ძლიერი უნარი და მიკრომოტორით ზუსტი დამუშავების პრაქტიკა)
- CAD/CAM სისტემებთან და ჩარხებთან მუშაობის გამოცდილება
- მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე (მცირე ზომის დეტალებთან ფიზიკური მუშაობის უნარი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (და ნამუშევრების პორტფოლიო, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!