გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Q4H62A3Q გამოქვეყნდა 12 ნოე 14 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ასემოდი გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ

კომპანია "ასემოდი", სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, სამედიცინო ცენტრები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
  • სამედიცინო პერსონალთან და შესყიდვების პასუხისმგებელ პირებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • კომპანიის პროდუქციის (სამედიცინო სახარჯი მასალების) გაცნობა, პრეზენტაცია და პოპულარიზაცია;
  • პროდუქციის დანიშნულების, მახასიათებლებისა და გამოყენების სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • არსებული პარტნიორების საჭიროებების შესწავლა და მათთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • ახალი პოტენციური კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
  • ბაზრისა და კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება;
  • ვიზიტების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
  • გაყიდვების მიზნებისა და კომპანიის მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული მიმართულებით);
  • გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის ან გაყიდვების მიმართულებით (სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაცია: მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს სამედიცინო სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა