9,104 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

Q61T5XJ0 გამოქვეყნდა 18 სექ 6 ნახვა

თბილისის არქიმედეს სკოლა

თბილისის არქიმედეს სკოლა

ექიმი

თბილისის არქიმედეს სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს კონკურსს ექიმის ვაკანტურ პოზიციაზე.

ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში:

  • "პედიატრია"/"ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი";
  • "საოჯახო მედიცინა";
  • ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
  • ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;
  • ბავშვთა ნევროლოგია;
  • ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;
  • ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
  • ბავშვთა ნეფროლოგია;
  • ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;
  • ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგი;
  • ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
  • ბავშვთა ქირურგია;
  • ბავშვთა ტოქსიკოლოგია;
  • ბავშვთა ფსიქიატრია;
  • შინაგანი მედიცინა;
  • სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.

2. პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას, ხოლო ასეთი საექიმო სპეციალობის მქონე პირის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში სკოლის ექიმად შეიძლება დასაქმდეს "გ"-"რ" პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საექიმო სპეციალობის მქონე პირი.

3. ასევე, უნდა ჰქონდეს/სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება სამედიცინო სფეროში.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ (ებ)ი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე;
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, mailto.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის არქიმედეს სკოლა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა