მერჩენდაიზერი
შპს „გუდ კომპანი“ , ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი. სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს: ანაზღაურება: 800 – 1200 ლარი (მზარდი პერსპექტივით). სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა - ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა - გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მოვალეობები: - მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი. - აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა. - მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს. - სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა. - ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.