← ყველა ვაკანსია

Q6ZPV4JY გამოქვეყნდა 19 ნოე 1 ნახვა

სპა სუპერვაიზერი

სასტუმრო Kokhta Bakuriani

სასტუმრო Kokhta Bakuriani

სასტუმრო Kokhta Bakuriani გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 18 დეკ

კოხტა ბაკურიანი ეძებს სპა სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს სპა განყოფილების ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვას, სტუმრების კმაყოფილებას და სპა გუნდის საქმიანობის კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები

  • სპა განყოფილების ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სპა მომსახურების ხარისხისა და სასტუმროს სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სპა მიმღების თანამშრომლებისა და თერაპევტების/მასაჟისტების სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკისა და ცვლების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დადებითი გამოცდილების უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მოთხოვნების, უკუკავშირისა და პრობლემური/კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
  • სპა პროდუქციის, მარაგებისა და ინვენტარის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული შევსების უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • სპა მოწყობილობებისა და დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ხარვეზების დროული კომუნიკაცია;
  • სპა საოპერაციო პროგრამა TNG-ში ინფორმაციის სიზუსტისა და სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
  • სალარო აპარატის/აპარატების ყოველდღიური კონტროლი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭირო ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • სპა სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • სპა სივრცეების რეგულარული დათვალიერება, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სპა მენეჯერთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის/ანგარიშების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სპა, სასტუმროს ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარის მართვის გამოცდილება;
  • სტუმრებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • გაყიდვებზე და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ბაკურიანი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში, არაუმეტეს 40 საათისა;
  • დასვენება: კვირაში 2 დღე;

ჩვენ გთავაზობთ

  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კომპანიის ობიექტებზე თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს;
  • როფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fsRRHL8b

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა