ინვენტარიზაციის სპეციალისტი - მობილური ჯგუფი
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500₾, პერიოდული ზრდა გამოსაცდელ პერიოდში 1900 ლარამდე
ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; - პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი; - პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; - სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი; - სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; - მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; - ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება; - აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; - სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მობილური სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nma0wPKd
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.