საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი
უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.
სტრუქტურული ერთეული: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური — საინფორმაციო ცენტრი უშუალო ხელმძღვანელი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4
ჩვენ შესახებ:
უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.
პოზიციის მიზანი:
საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი უნივერსიტეტის "პირველი შეხვედრის" წერტილია: თავაზიანად ემსახურება ვიზიტორებსა და შემოსულ ზარებს, აწვდის ზუსტ ინფორმაციას უნივერსიტეტის სახელით და უზრუნველყოფს Front Desk-ის გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები
- ვიზიტორებისა და შემოსული ზარების დროული და თავაზიანი მომსახურება;
- ზუსტი და კორექტული ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის სახელით;
- საჭიროების შემთხვევაში ზარებისა და ვიზიტორების გადამისამართება შესაბამის პირებთან ან სამსახურებში;
- სამუშაო სივრცის (Front Desk) მოწესრიგებულობისა და საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი განათლება — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა
- საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel) კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
საჭირო კომპეტენციები
- გამართული მეტყველება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ
- სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
- კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
- მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
როგორ გავაგზავნოთ განაცხადი
წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).
წერილის სათაურში მიუთითეთ: "საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.
დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
- უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).
მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.
თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/
შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.