8161 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QC4G0CG1 გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

მაგნიტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ის ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის "მაგნიტი მაქსი"-ის სავაჭრო ობიექტებით. ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

"მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დასაქმებას სამუშაო გამოცდილების გარეშე;
  • სამუშაოს მხოლოდ დღის ცვლაში;
  • ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
  • დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

შენი ყოველდღიური საქმიანობა იქნება:

  • აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
  • მოაწესრიგებ თაროებს და განათავსებ პროდუქციას;
  • იზრუნებ ფასმაჩვენებლის სიზუსტეზე;
  • მუდმივად გააკონტროლებ პროდუქციის ვადიანობას;
  • დაეხმარები მომხმარებელს სერვისის მიღებაში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მონაცემები მითითებულ მეილზე ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მაგნიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა