8084 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W5R9ZXTF გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

ფოლადსადნობი კომპლექსის თანამშრომელი - რუსთავი

რუსთავის ფოლადი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„რუსთავის ფოლადი“ აფართოებს საწარმოო გუნდს — გამოცხადებულია ახალივაკანსიები!

წარმოების მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით, შპს „რუსთავის ფოლადი“ სამუშაოდ იწვევს თანამშრომლებს ფოლადსადნობ კომპლექსში. საწარმოს სტაბილური და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად ვაძლიერებთ საწარმოო ცვლებს და ვიწვევთ როგორც გამოცდილ სპეციალისტებს, ისე კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან სწავლისა და მოთხოვნადი საწარმოო პროფესიების დაუფლებისთვის.

  • სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
  • შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის თანამდებობის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
  • კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევასა და კვებას

ღია ვაკანსიები წარმოება - კონტროლიორ-აღმრიცხველი; - ნამზადის მიმღებ-ჩამბარებელი; - კაზმის მომმზადებელი; - პულტის ოპერატორი; - მანიპულატორის ოპერატორი; - მეფოლადე; - მეფოლადის ხელშემწყობი; - მეწიდე; - ფოლადის ჩამომსხმელი; - ცენტრალური სამართავი პულტის ოპერატორი; - აირჭრის მანქანის ოპერატორი; - აირმჭრელი; - მეციცხვე.

რემონტი, ენერგეტიკა და დანადგარების მომსახურება - ხიდური ამწის მემანქანე; - ზეინკალი; - ელექტროშემდუღებელი; - ჰიდრავლიკოსი; - ელექტრომონტიორი; - ენერგეტიკოსი; - მტვერდამჭერი დანადგარის ოპერატორი (ასპირაცია).

განაცხადის წარდგენის წესი: - შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის შევსება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12 — საშვთა ბიურო

განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ: - თანამდებობა, რომელზეც გსურთ განაცხადის შეტანა; - პირადი ნომერი; - საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

იმ თანამდებობებზე, რომლებიც სპეციალურ კვალიფიკაციას მოითხოვს, აუცილებელია კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროა ამწის მემანქანეების, ელექტრიკოსების/ელექტრომონტიორების, ენერგეტიკოსების, მანიპულატორის ოპერატორების, აირმჭრელებისა და ელექტროშემდუღებლებისთვის.

იცნობთ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა ჩვენი რომელიმე ვაკანსია შეეფერებოდეს? გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსა და ნაცნობებს — შესაძლოა, სწორედ თქვენი რეკომენდაცია დაეხმაროს ვინმეს ახალი სამსახურის პოვნასა და „რუსთავის ფოლადის“ გუნდის წევრად გახდომაში

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რუსთავის ფოლადი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა