გენერალური დირექტორი
ვეძებთ გენერალურ დირექტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია ფილიალების სახით თბილისში. პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატს მასშტაბური კომპლექსის მართვის გამოცდილებით. სამუშაო ადგილი: თამარ მეფის გამზ. №7 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 4000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
- კომპლექსის ოპერაციული მართვა;
- მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
- გუნდის შერჩევა, განვითარება, შეფასება და საბონუსე სისტემების შემუშავება;
- ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლების, ხარჯების კონტროლი და მომგებიანობის ზრდა;
- გაყიდვების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების, არსებული წევრების შენარჩუნებისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
- მარკეტინგული აქტივობების, გაყიდვების სტიმულირებისა და ახალი შემოსავლის წყაროების ძიება;
- სავარჯიშო აღჭურვილობის გამართულობის, ინფრასტრუქტურის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი;
- ბიზნეს პროცესებისა და ციფრული სისტემების გაუმჯობესება;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ახალი სერვისების დანერგვა;
- კომპანიის მფლობელთან/დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლეს განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
- რამდენიმე წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის;
- ფინანსური მართვა — ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ანალიზი, ხარჯების კონტროლი და ანგარიშგება;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 23 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.