7851 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QDVR2QXA გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

აწყობა/დამუშავების მოხელე

ფაბრიკონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოსა და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე. საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც არის:

** მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი

** მეტალის მილებისა და მილ-კვადრატების საჭრელი

** პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.

დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში. ასევე, ამ წლების განმავლობაში მის საწარმოო ბაზაზე შეიქმნა არაერთი ახალი პროდუქტი სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას, დავხვეწოთ და შევქმნათ ლითონის ფაბრიკაციის ახალი პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არსებული სამუშაო პროცესების ეფექტურობას ზრდის.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს აწყობა/დამუშავების მოხელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** რკინის პროდუქციის დამუშავება შესაბამისი მექანიკური და ელექტრო ხელსაწყოების მეშვეობით

** მზა და ნახევრად მზა პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობება

** სატვირთო ავტომობილის დატვირთვა და ჩამოტვირთვა

სასურველია ხელსაწყოების ფლობის გამოცდილება:

** კუთხლივ სახეხი (ბალგარკა)

** ბურღი (დრელი)

** სხვადასხვა წვრილი ინვენტარი

დაინტერესების შემთხვევაში პერსპექტივა:

** დანადგარებისა და შედუღების შესწავლა

** რკინის დამუშავების სპეციფიკისა და ხერხების შესწავლა

** სამღებრო საქმის შესწავლა

** მონტაჟის მიმართულებით გამოცდილების შეძენა-განვითარება

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა

** შრომისმოყვარეობა

** პატიოსნება

** დისციპლინირებულობა

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-შაბათი: 09:00-18:00

** შესვენება: 1 საათი (14:00-15:00)

** კვებას უზრუნველყოფს კომპანია

** დღესასწაულებზე დასვენება

დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ: ან გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფაბრიკონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა