8594 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QEWZHT69 გამოქვეყნდა 9 სექ 9 ნახვა

თიბისი კონცეპტის კაფე

თიბისი კონცეპტის კაფე

მზარეულის დამხმარე

თიბისი კონცეპტის კაფე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1250 / თვეში ბოლო ვადა:

"თიბისი კონცეპტის კაფე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, მონაწილეობა მიიღოს სამზარეულოს ყოვედღიურ პროცედურებში.

** წინასწარ მოამზადოს კერძისთვის ყველა საჭირო პროდუქტი.

** უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა.

** დაიცვას სამზარეულოში არსებული სტანდარტები.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8+1 საათი

ანაზღაურება: 1250 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;

** კვებას;

** ფიტპასს;

** პროფესიულ განვითარებას;

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე

და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი კონცეპტის კაფე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა