9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QF90XEW5 გამოქვეყნდა 8 ოქტ 26 ნახვა

ჯეოვოშ საქართველო

ჯეოვოშ საქართველო

ავტომობილის მოვლის სპეციალისტი

ჯეოვოშ საქართველო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 3 ნოე
ჩაის ფული · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

GeoWash Georgia აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის მოვლის სპეციალისტის პოზიციაზე.

GeoWash არის გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილი ავტომობილის მოვლის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც სფეროში თანამედროვე და ინოვაციურ მომსახურების კონცეფციას ავითარებს.

ბრენდის საქმიანობა ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროფესიულ აღჭურვილობასა და საერთაშორისო მომსახურების სტანდარტებს, რაც ქმნის განსხვავებულ მიდგომას ავტომობილის მოვლის სფეროში.

GeoWash Georgia საქართველოში განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.

ანაზღაურება და პირობები - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი Gross - ყოველთვიური Performance Bonus - მაღალი შედეგების შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება — 2,500+ ლარი - მომხმარებლისგან მიღებული Tips სრულად რჩება თანამშრომელს - ჯანმრთელობის დაზღვევა - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათი - სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის განსაზღვრული მომსახურების ლოკაციები - კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი სრული პროფესიული ტრენინგი - სამუშაოსთვის საჭირო ყველა მოწყობილობა, მასალა და ინვენტარი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ

ძირითადი მოვალეობები - ავტომობილების წმენდა და მოვლა GeoWash-ის სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შესაბამისად; - თითოეული მომსახურების ხარისხიანად და დროულად შესრულება; - მომხმარებელთან პროფესიონალური და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია; - სამუშაო მოწყობილობებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა; - სამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის მოწესრიგება.

რას ველით კანდიდატისგან - პასუხისმგებლობასა და პუნქტუალურობას; - დეტალებზე ყურადღებას და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას; - მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარს; - დამოუკიდებლად და ორგანიზებულად მუშაობის უნარს; - აქტიური სამუშაოსთვის მზადყოფნას; - შედეგზე ორიენტირებულობას. - ავტომობილის მოვლის ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს და სრულად შეისწავლიან GeoWash-ის სამუშაო პროცესსა და მომსახურების სტანდარტებს.

როგორ მუშაობს ბონუსი ფიქსირებულ 1,500 ლარ Gross ანაზღაურებას ემატება შესრულებული მომსახურებების რაოდენობაზე დამოკიდებული ყოველთვიური ბონუსი.

ბონუსის სისტემა შექმნილია ისე, რომ მაღალი შედეგი პირდაპირ აისახოს თანამშრომლის შემოსავალზე. მაღალი პროდუქტიულობის შემთხვევაში ჯამური Gross ანაზღაურება შესაძლებელია 2,500 ლარს გადააჭარბოს.

მომხმარებლისგან მიღებული Tips არ შედის ბონუსის გამოთვლაში და სრულად რჩება თანამშრომელს.

GeoWash Georgia გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ბრენდის საქართველოში განვითარების პროცესის ნაწილი, მიიღოთ პროფესიული ტრენინგი, ჯანმრთელობის დაზღვევა და საკუთარი შედეგის შესაბამისად გაზარდოთ ყოველთვიური შემოსავალი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა