შიდა კომუნიკაციის მენეჯერი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.
კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.
დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.
ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.
NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.
თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- შიდა კომუნიკაციის განსაზღვრა კომპანიის მიზნების და ღირებულებების შესაბამისად;
- შიდა კომუნიკაციის არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მართვა (ელ-ფოსტა; facebook ჯგუფი და ა.შ);
- შიდა კომუნიკაციების ეფექტურობის გაზომვა და რეკომენდაციების შემუშავება;
- თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროექტებისა და სიახლეების შესახებ;
- თანამშრომელთა სამოტივაციო და სხვა HR-პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა;
- თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო და გუნდური შეჭიდულობის აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
- პროექტების ბიუჯეტირება, ადმინისტრირება და რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი), სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შიდა კომუნიკაციებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
- Microsoft Office (Word - კარგად, Excel - კარგად);
- ინგლისური ენა B1 დონე.
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- წერის და კონტენტის რედაქტირების კარგი უნარები;
- ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროექტების მართვის უნარი და გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნება;
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
- გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
- ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
- სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.