9776 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QGMBRMFK გამოქვეყნდა 8 ოქტ 29 ნახვა

ჯგუფის ხელმძღვანელი

აისი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 9 ნოე

სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი "აისი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში.

ცენტრი "აისი" დაფუძნდა 2001 წელს და ემსახურება ინტელექტუალური სფეროს დარღვევის მქონე შშმ პირებს 2 პროგრამის ფარგლებში 6-18 წლამდე და 18-45+ ასაკის ბენეფიციარებთან.

ვაკანტური ადგილი: 1

ფუნქცია-მოვალეობები: ** ბენეფიციართა პორტფოლიოს და პირადი საქმის წარმოება; ** ბენეფიციართა ეტაპობრივ შეფასებაში მონაწილეობა მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად; ** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა; ** ჯგუფის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** ბენეფიციარების მშობლებთან ურთიერთობა ყოველდღიურ საკითხებზე საჭიროებისამებრ, მათი აქტიური ჩართვა მშობლის ჩართულობის გეგმის შესრულებაში; ** ჯგუფის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;

  • ჯგუფის გასვლითი აქტივობების/ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობა.
  • ბენეფიციარზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში (პედაგოგი, ინკლუზიური განათლება, სპეციალური პედაგოგი, სოციალური მუშაობა, ფსიქოლოგია) და/ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სპეციალური პედაგოგის, შშმ პირთან მუშაობის და ა.შ.);
  • სასურველია შშმ პირებთან ან/და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და გასაუბრება.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე/CV
  • სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 16:00 მისამართი: ალექსანდრე მანაგაძის 21, 0101, ავჭალა, თბილისი

ცენტრის გვერდი: https://www.facebook.com/aisi.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ორგანიზაციის მეილზე და subject-ში მიუთითოთ "ჯგუფის ხელმძღვანელი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა