8,606 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QK2QE1MM გამოქვეყნდა 14 სექ 3 ნახვა

Super

Super

ვიდეო კონტენტ კრეატორი

Super გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
₾1500–1800 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მარკეტინგის გუნდში ვიდეო კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე ვეძებთ.

სამუშაო პირობები, რომლებიც ჩვენთან დაგხვდება:

  • ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1. საჭიროების შესაბამისად, ვიდეოების გადაღებისთვის, ვიზიტი თბილისის სხვადასხვა ფილიალში.
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
  • ანაზღაურების დიაპაზონი (კვალიფიკაციის შესაბამისად): 1500 - 1800 ლარი
  • ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 (ერთი)

რას გვსურს ვიდეო კონტენტ კრეატორისგან ?

  • ვიდეო კონტენტის დაგეგმვა-გადაღება (ძირითადად რილები და მოკლე ვიდეობი);
  • გადაღებული ვიდეოს დამუშავება - შესაბამისი ეფექტებითა და კორექციებით.
  • ვიდეოსთვის სუბტიტრების/ ტექსტების მომზადება და ვიზუალური გაფორმება;
  • სოციალური პლატფორმების ტრენდების ცოდნა და სამუშაო პროცესში მათი გამოყენება;

ჩვენ გეძებთ შენ, თუ:

  • გაქვს შესაბამისი გამოცდილება ვიდეო კონტენტის შექმნის მიმართულებით (განსაკუთრებით Reels-ები);
  • შეგიძლია მიღებული დავალების შესაბამისად, დამოუკიდებლად დაგეგმო გადაღების პროცესი და იპოვო საუკეთესო კუთხეები კადრისთვის;
  • ფლობ მონტაჟის პროგრამებს ისე, რომ კადრები საინტერესო ვიდეოდ აქციო;
  • გესმის სოციალური მედიის ალგორითმები და იცი, როგორი ვიზუალი ხდება პოპულარული;
  • გაქვს ხედვა და შეგიძლია 15-30 წამში "მოყვე" პროდუქტის შესახებ ამბავი;
  • ხარ კომუნიკაბელური და გუნდური მოთამაშე;
  • გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და იცავ ვადებს;

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:

  • რეზიუმეებისა და პორტფოლიოს გადარჩევა;
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;

თუ საქმიანობა შენთვის საინტერესოა და ისურვებდი ჩვენ გუნდთან თანამშრომლობას და აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებსაც, გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე (სათაურის ველში მიუთითე: ვიდეო კონტენტ კრეატორი)

ნებისმიერი დამატებითი კითხვით ვაკანსიის შესახებ, მოგვწერე ან დაგვირეკე ნომერზე.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, იმავე ან მსგავს თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით

მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Super
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა