9622 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QM5H4GWF გამოქვეყნდა 23 ოქტ 13 ნახვა

საკრედიტო ადმინისტრატორი

ტერა ლიზინგი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე

"ტერა ლიზინგში" ვეძებთ საკრედიტო ადმინისტრატორს.

ჩვენს შესახებ:

"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

პოზიციის მოვალეობა იქნება:

  • ლიზინგის ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერების უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო ოქმის მიხედვით წარმოსადგენი დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა;
  • კლიენტის მიერ წარმოსადგენი იურიდიული დოკუმენტაციის განსაზღვრა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ლიზინგის გაცემასთან დაკავშირებული საბუთების სრულყოფა, აღრიცხვა, შენახვა;
  • სალიზინგო ტრანზაქციის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების და ვალების აღრიცხვა;
  • ლიზინგის გაცემის პროცესის ოპტიმიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

  • უმაღლესი განათლება - იურიდიული განხრით;
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42;
  • სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე | და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "საკრედიტო ადმინისტრატორი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის, 13 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერა ლიზინგი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერა ლიზინგში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერა ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა