8905 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QNQS2PA7 გამოქვეყნდა 11 სექ 0 ნახვა

პროგრესის ამერიკული სკოლა

პროგრესის ამერიკული სკოლა

მასწავლებელი

პროგრესის ამერიკული სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"პროგრესის ამერიკული სკოლები" მოსამზადებელი ცენტრისთვის აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლების პოზიციებზე შემდეგი მიმართულებებით:

** ინგლისურენოვანი მათემატიკის

** ინგლისური ენის სპეციალისტი

** გერმანული ენის სპეციალისტი

პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.

გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!

სამუშაოს შესახებ:

საერთაშორისო მოსამზადებელი ცენტრი ემსახურება მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და საკუთარ საგანში კომპეტენტურ მასწავლებლებს, რომლებიც შეძლებენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას.

სამუშაო დატვირთვა:

** სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 6-9 საათს;

** დატვირთვა დამოკიდებული იქნება მასწავლებლის მიერ აყვანილი ჯგუფების რაოდენობაზე;

** სამუშაო გრაფიკი და ჯგუფების განრიგი შეთანხმდება მასწავლებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი საგნის/მიმართულების საფუძვლიანი ცოდნა და კომპეტენცია;

** მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;

** სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ეფექტურად წარმართვის უნარი;

** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი;

** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის წარდგენა:

კანდიდატებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება:

** ინგლისურენოვანი მათემატიკის მასწავლებელი

** ინგლისური ენის მასწავლებელი

** გერმანული ენის მასწავლებელი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.

კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

არასრული ან დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო განაცხადები განხილვის გარეშე დარჩება.

შემოუერთდი პროგრესის ამერიკული სკოლების გუნდს და გახდი საერთაშორისო საგანმანათლებლო მიზნებისთვის მოსწავლეების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილი!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
პროგრესის ამერიკული სკოლა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა