პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

QP43GRVB გამოქვეყნდა 12 ნოე 6 ნახვა

იურისტის ასისტენტი

თიბისი

თიბისი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - იურისტის ასისტენტი

ადგილმდებარეობა: სათაო / სამართალწარმოების განყოფილება მოქმედების ვადა: 13/11/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა:

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ

სამუშაოს აღწერა

  • შენ როგორც SME ბანკირი შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ მედიუმ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და მათზე მორგებულ, დივერსიფიცირებულ საბანკო/ფინანსურ პროდუქტებს შესთავაზებ;
  • აქტიურად იზრუნებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და შენს მართვაში არსებული პორტფელის მომგებიანობაზე;
  • მუდმივად შეინარჩუნებ მედიუმ კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, იქნები მათი ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი;
  • მუდმივად მონიტორინგს გაუწევ მართვაში არსებული პორტფელის ხარისხს და უზრუნველყოფ რისკების დროულ იდენტიფიცირებას;
  • ჩაატარებ ვიზიტებს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ფინანსურ ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფ სესხის გაცემის პროცესის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს

  • გაყიდვების ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ნიჭი;
  • სხარტი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
  • ინიციატივა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გამოწვევების ძიების სურვილი;
  • საქმიანობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • ბიზნეს (საშუალო/მსხვილ) კლიენტებთან ურთიერთობისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება;
  • ბიზნეს პორტფელის მართვის (Portfolio Management) წარმატებული გამოცდილება;
  • ფინანსური მაჩვენებლებისა და მონაცემების ბაზისური გაგება (კლიენტის საჭიროებების სწორად შესაფასებლად და ანალიტიკოსებთან კომუნიკაციისთვის)
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CJHgX

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა