8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QPNCCYY6 გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

Evolvexe

Evolvexe

ინგლისურენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

Evolvexe გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

კომპანია "ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას "ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (Customer Support Advisor)" პოზიციაზე საერთაშორისო ავიახაზების პროექტში.

მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს კომპანიასა და მომხმარებლებს შორის. იგი მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას ავიაკომპანიის ფრენებს, პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ შეკითხვებს და დაეხმარება ჯავშნებთან, ბილეთების ცვლილებასთან თუ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით ინგლისურს უმაღლეს დონეზე. პროექტი ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმში, სამუშაო ხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში (შესაძლებელია მუშაობა როგორც ოფისიდან, ასევე სახლიდან).

პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება ავიახაზების პროექტის ფარგლებში;
  • ამომწურავი კონსულტაციის მიწოდება ფრენებთან, ბილეთების დაჯავშნასთან, ბარგის პოლიტიკასთან და სხვა სერვისებთან დაკავშირებით;
  • ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • 24/7 გრაფიკში, ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • ჰიბრიდულ რეჟიმში (ოფისიდან / სახლიდან) მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 2300 GEL (Gross) + ბონუსი (20 სამუშაო ცვლის შემთხვევაში);
  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ოფისი / სახლი);
  • მოქნილი გრაფიკი: ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა;
  • ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ანაზღაურებად შვებულებას;
  • მაღალი სტანდარტების ოფისს;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/iSPOpUie

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Evolvexe
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა