9474 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QPRAZP46 გამოქვეყნდა 23 ოქტ 27 ნახვა

ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

"სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს "საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს" მიერ ინიციირებულ პროექტებსა და პროგრამებს. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

ა (ა)იპ - "სოფლის განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე, სრული სამუშაო გრაფიკით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სააგენტოს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
  • სააგენტოს სოციალური მედია პლატფორმების მართვა, (Facebook, LinkedIn, Youtube) რეკლამის ბიუჯეტირება და მართვა.
  • სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, YouTube, LinkedIn) შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მომზადება, მათ შორის მოკლე ვიდეოების, Reels-ებისა და სხვა ციფრული ფორმატის ქარდებისა და ბანერების შექმნა.
  • სააგენტოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება.
  • სააგენტოს ვებგვერდის მართვა; სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სიახლეებისა და შესაბამისი მასალების მომზადება და განთავსება, ვებგვერდის განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.
  • მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა, შესწავლა, ანალიზი.
  • სააგენტოს სოციალური მედია პლატფორმების ანალიტიკა და რეპორტინგი.
  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და (ფოტოგრაფთან/ოპერატორთან ერთად) განხორციელება.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქმიანობის გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ხელმძღვანელობისთვის ინიციატივების წარდგენა.
  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ციფრული კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით.
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის მართვის, ციფრული რეკლამირების ან/და კონტენტის შექმნის მიმართულებით პროფესიული კურსები ან/და ტრენინგები.
  • ინგლისური ენა B2 დონე.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში, ციფრული კამპანიებისა და სოციალური მედია არხების მართვის გამოცდილება, სარეკლამო აქტივობების განხორციელება.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში, ვებგვერდის მართვის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ვებპლატფორმების ცოდნა: Figma, Canva, Adobe photoshop ან/და Adobe Illustrator.
  • Google Analytics, Google Ads, Meta Business Suite და Business Manager- თან მუშაობის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

  • ანალიტიკური აზროვნება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა.
  • გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა (ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, დევი აბაშიძის 10ა (ყოფილი ს. ახმეტელის 10ა).

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა