სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტის (პაციენტის როლის შემსრულებელი პირი) პოზიციაზე ქართულენოვან/ინგლისურენოვან პროგრამებზე.
სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35
- გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოდო განრიგიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან, საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით; ** შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით; ** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა, პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ), ** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- ინგლისური ენა - B1 (მეტყველება, წერა).
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- სტრესის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.