8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QQ72D130 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

აუდიტორის ასისტენტი

PKF Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე

** სამუშაო საათები: 10:00-18:30

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აუდიტის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის;

** ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ძირითადი საბაზისო ცოდნა;

** ACCA-ს პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** შედეგებზე ორიენტირებულობა;

** პროფესიული განვითარების მოტივაცია;

** პროაქტიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობა. კერძოდ:

** აუდიტის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულება;

** კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა;

** ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა და შესაბამისი აუდიტორული პროცედურების შესრულება;

** აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება;

** წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მიმოხილვა;

** ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება და შერჩევითი გადათვლების განხორციელება;

** აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და სისტემატიზაცია;

** აუდიტის პროცესში გამოვლენილი საკითხების განხილვა აუდიტის გუნდის წევრებთან;

** აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;

** გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას;

** სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;

** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას;

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს;

** პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას;

** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ "აუდიტორის თანაშემწე".

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
PKF Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის