8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QQ830GD2 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

დიასახლისი

ბაქსვუდის სკოლა - თბილისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის დიასახლისის პოზიციაზე წყნეთის კამპუსში.

"აქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით. "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები:

** პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას; ** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან; ** მესამე ეტაპზე გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვისა და განვითარების მენეჯერთან

*კონკურსის მიმდინარეობისას, სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასტუმროში, სკოლაში, ოფისსა თუ კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება (განიხილება გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც).

საჭირო კომპეტენციები:

** სკოლის შიდა სივრცეების (კლასები, დერეფნები, კაბინეტები, სველი წერტილები) ყოველდღიური მიმდინარე და გენერალური დასუფთავება; ** საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების უსაფრთხო, ინსტრუქციის შესაბამისი და ეკონომიური გამოყენება; ** სანიტარულ კვანძებში ჰიგიენური საშუალებების (საპონი, ქაღალდი, ხელსახოცი) მუდმივი კონტროლი და შევსება; ** ნარჩენების მართვა: ნაგვის ურნების პერიოდული დაცლა, პარკების შეცვლა და ნაგვის გატანა; ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განსაკუთრებული სისუფთავე, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ფიზიკური გამძლეობა და დღის განმავლობაში აქტიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი; ** თავაზიანობა, კორექტულობა და სამეურნეო სამსახურის/ადმინისტრაციის მითითებების შესრულება.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 18:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ⁠ კვებას; ** ⁠ დილის ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: "ბაქსვუდში" ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

დაინტერესებული პირები გთხოვთ, დაგვიკავშირდით: 599 443 320

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაქსვუდის სკოლა - თბილისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის