8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KSAG3TA1 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

სუ-შეფი

Communal Hospitality გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ეძებს ნიჭიერ სუ შეფს, რომელიც გახდება არა მხოლოდ პროცესების ორგანიზატორი, არამედ შთაგონების წყაროც - როგორც გუნდისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამონაწილეობა მენიუს დაგეგმვასა და განახლებაში, ახალი რეცეპტების შექმნაში;

** სამზარეულოს გუნდის მართვა, გადანაწილება და მოტივაცია;

** ხარისხის კონტროლი - საკვების პრეზენტაციისა და გემოვნური სტანდარტების დაცვა;

** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;

** HACCP - ის სტანდარტის დაცვა, ჟურნალების წარმოება;

** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;

** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება, მარაგების კონტროლი;

** ჩამოწერების და კალკულაციების კონტროლი;

** ინვენტარიზაციის პროცესის მართვა;

** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;

** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;

** პუნქტუალურობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შანსს იმუშაო ინოვაციური და დახვეწილი მენიუს კონცეფციაზე;

** გუნდურ გარემოს, სადაც ერთამანეთს ვაძლიერებთ და ვანვითარებთ;

** კონკურენტულ ანაზღაურებას და კარიერულ განვითარებას;

** განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული

** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Communal Hospitality
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის