9261 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QQNG0D43 გამოქვეყნდა 26 ოქტ 17 ნახვა

აკადემიური თანამდებობები

ბათუმი სრული განაკვეთი განათლება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 დეკ

შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" (შემდგომში - ბნუ) აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (შემდგომში - კონკურსი) შემდეგი მიმართულებებით:

1. საზღვაო მეცნიერება, მათ შორის:

1.1. საზღვაო ნავიგაცია - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია; 1.2. საზღვაო გეოგრაფია - ასოცირებული პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია; 1.3. ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება - ასოცირებული პროფესორი (პროფესიული ნიშნით) - 1 ვაკანსია; 1.4. დარგობრივი მედიცინა - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 2 ვაკანსია;

2. ბიზნესი და ადმინისტრირება, მათ შორის:

2.1. ბიზნესის ადმინისტრირება - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია; 2.2. ლოგისტიკა - პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია;

3. ისტორია (საქართველოს ისტორია); პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია;

4. პოლიტიკის მეცნიერება: პროფესორი (აკადემიური ნიშნით) - 1 ვაკანსია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ", "ბნუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის" და საზღვაო მეცნიერების მიმართულების ვაკანსიების შემთხვევაში - აგრეთვე, საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისად. კერძოდ:

2.1. საზღვაო ნავიგაცია

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები: უნდა ფლობდეს საზღვაო მეცნიერებათა სფეროში არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. გააჩნდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მქონე გემზე; მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე (კაპიტანი ან კაპიტნის უფროსი თანაშემწე).

2.2. საზღვაო გეოგრაფია

ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2.3. ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება

ასოცირებული პროფესორი - პროფესიული ნიშნით შერჩევისთვის - უმაღლესი განათლება, არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და შესაბამის დარგში პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 3 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები: უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

ა) ფლობდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟს 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მქონე გემზე; მათ შორის, 12 თვის დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს მართვის დონეზე (კაპიტანი ან/და კაპიტნის უფროსი თანაშემწე). ბ) გააჩნდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მათ შორის, 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის დონეზე (უფროსი ან მეორე მექანიკოსი). გ) ფლობდეს უმაღლესი საზღვაო ან/და უმაღლესი იურიდიული (მათ შორის საზღვაო სამართლის მიმართულებით) განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გააჩნდეს საზღვაო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება ან გემებით საზღვაო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მეთოდებთან და საშუალებებთან დაკავშირებული სწავლის/მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი. დ) ფლობდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და გააჩნდეს სფეროს ასპექტის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო კურსების სწავლების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

2.4. დარგობრივი მედიცინა

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და საზღვაო მეცნიერების დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი მოთხოვნები: უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:

ა) იყოს მოქმედი ექიმი და გააჩნდეს სამედიცინო/სამკურნალო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 24 (ოცდაოთხი)- თვიანი უწყვეტი სტაჟი; ბ) ჰქონდეს სამედიცინო საქმიანობის უფლება და გააჩნდეს სამედიცინო/ სამკურნალო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) - თვიანი სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში; გ) გააჩნდეს სფეროს ასპექტთან დაკავშირებულ საზღვაო სფეროში მუშაობის 3 -წლიანი გამოცდილება და ჰქონდეს სამედიცინო საქმიანობის უფლება; დ) ფლობდეს დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებულ კვალიფიკაციას და გააჩნდეს სფეროს ასპექტის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო კურსების სწავლების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

2.5. ბიზნესის ადმინისტრირება

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:

2.6. ლოგისტიკა

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:

2.7. ისტორია (საქართველოს ისტორია)

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:

2.8. პოლიტიკის მეცნიერება

პროფესორი - აკადემიური ნიშნით შერჩევისთვის - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის სფეროში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი; 3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი); 4. წვევამდელის

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა