გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QQZEKCTX გამოქვეყნდა 3 ნოე 20 ნახვა

პროფესიული განათლების მასწავლებელი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე
შესვლა და განაცხადი

"საქართველოს ბიზნესის აკადემია" - "SBA" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ფარმაცია - მოდული "სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები";
  • ლოგისტიკა;
  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT).

სავალდებულო მოთხოვნა: ვაკანსია განკუთვნილია შესაბამის სფეროში ამჟამად პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად ჩართული კანდიდატებისთვის.

აკადემიის შესახებ:

"საქართველოს ბიზნესის აკადემია" - "SBA" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ განათლებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ, ხარისხიან სასწავლო პროცესს.

აკადემია უკვე 15 წელია საქმიანობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. დაწესებულებამ მესამედ მოიპოვა ექვსწლიანი ავტორიზაცია, რაც ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი №20 სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, სასწავლო დატვირთვის შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქციები

  • საკონტაქტო/ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება მეცადინეობების განრიგის შესაბამისად;
  • კალენდარული გეგმის შემუშავებასა და განახლებაში აქტიური მონაწილეობა;
  • პროფესიული სტუდენტებისა და ჯგუფისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება (განმავითარებელი შეფასება), მათი შედეგების გაუმჯობესებისა და პროგრესის მხარდასაჭერად;
  • პროფესიულ სტუდენტთა ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;
  • შეფასების პროცესში წარმოქმნილი მტკიცებულებების შეგროვება და შესაბამისი სამსახურისთვის დროული გადაცემა;
  • შეფასების შედეგების დროული გაფორმება შესაბამის უწყისებსა და ელექტრონულ ბაზაში;
  • აკადემიის შიდა პროცესებში, ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში მონაწილეობა და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ფარმაცია - მოდული "სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები"

  • უმაღლესი განათლება ფიზიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილება და ამჟამად პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება.

2. ლოგისტიკა

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ლოგისტიკის სფეროში მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

3. ბუღალტრული აღრიცხვა

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

4. ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, ინფორმაციული სისტემების, კიბერუსაფრთხოების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
  • პროფესიული/საერთაშორისო სერტიფიკატები IT მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად): Cisco - CCNA, CCNP;
  • CompTIA - Network+, Security+, Linux+;
  • Microsoft - Azure-ის მიმართულებით შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატები;
  • Linux - LPIC-1, LPIC-2, RHCSA;
  • სხვა შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატები.

დამატებითი კომპეტენციები და პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და საქმიანობის ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენების უნარი;
  • სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • პროფესიული განვითარების მზაობა.

შერჩევის პროცედურა და განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფარმაცია", "ლოგისტიკა", "ბუღალტრული აღრიცხვა" ან "ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ნოემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს აკადემიისთვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა