9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QQZTBJTC გამოქვეყნდა 15 ოქტ 35 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

BCT Motors LLC გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

BCT Motors LLC არის საქართველოში დაფუძნებული დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც საქმიანობს საავტომობილო და ინდუსტრიული საცხებ -საპოხი მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით.

კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და უზრუნველყოფს როგორც კორპორატიულ, ისე საბითუმო მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და ტექნიკური მხარდაჭერით.

ჩვენი მიზანია ბაზარზე შევქმნათ პროფესიული, სანდო და გრძელვადიან პარტნიორობაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხარისხს და ეფექტურ მომსახურებას.

BCT Motors ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტებზე, პროცესების სისტემატიზაციაზე და მუდმივ განვითარებაზე.

B2B გაყიდვების მენეჯერი (ინდუსტრიული მიმართულება) კომპანია: ბისითი მოტორსი მდებარეობა: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება, მართვა და განვითარება;
  • რეგულარული ვიზიტები თბილისში და რეგიონებში;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება;
  • ტენდერებში მონაწილეობა;
  • მონაცემების მართვა CRM/1C სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
  • სასურველია გამოცდილება ტექნიკურ ან ინდუსტრიულ სექტორში;
  • მოლაპარაკებების წარმართვის მაღალი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ანაზღაურება და პირობები:

  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • სამსახურებრივი სატელეფონო და საწვავის ხარჯების კომპენსაცია;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში.
  • სამუშაო საათები 10:00-19:00 საათი (5 დღე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელფოსტაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა