9744 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QSVY52AW გამოქვეყნდა 22 ოქტ 17 ნახვა

ლიბრე

ლიბრე

მოლარე-კონსულტანტი-4 საათიანი გრაფიკით

ლიბრე გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾600 / თვეში −49% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,176 ₾ · 164 განცხადება ბოლო ვადა: 19 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.

წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.

სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.

შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.

ლიბრე აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად, გამოცდილების გარეშე

სამუშაო საათები: 09:00–13:00 და 17:00–21:00 (4 საათიანი გრაფიკი, კვირაში 6 დღე - 1 დასვენების დღე) ანაზღაურება: 600 ლარი

ჩვენ გთავაზობთ: - ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით - შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს, ცვლებში - სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას - ანაზღაურებად სტაჟირებას - ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას - დასაქმებას შეხვედრის დღესვე - კარიერული წინსვლისა შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ - მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა - პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით - პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება - გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა - მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა

სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SJ3v21Nd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა