8836 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QSWQWBSR გამოქვეყნდა 29 სექ 14 ნახვა

FHI 360

FHI 360

ეროვნული ლაბორატორიული სტრატეგიის სპეციალისტი

FHI 360 გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ოქტ

ორგანიზაცია FHI 360, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "EpiC Georgia"-ს ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას ეროვნული ლაბორატორიული სტრატეგიის სპეციალისტის (National Laboratory Strategy Specialist) პოზიციაზე.

კონსულტანტის მთავარი ამოცანაა წარმართოს საქართველოს ეროვნული ლაბორატორიული სტრატეგიისა (2026-2030) და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალსექტორული ლაბორატორიული ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (TWG) ფუნქციონირების აღდგენასა და გაძლიერებას. კონსულტანტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან, ლუგარის ცენტრთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან.

შერჩეულ სპეციალისტს დაევალება 4 ტექნიკური სამუშაო შეხვედრის/სემინარის ორგანიზება და ფასილიტაცია 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის მაისამდე პერიოდის განმავლობაში, არსებული შეფასებებისა და ხარვეზების ანალიზი, ასევე სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის / საგზაო რუკის საბოლოო ვერსიის მომზადება.

სამუშაო ფორმატი არის ჰიბრიდული (თბილისში ადგილზე შეხვედრები და დისტანციური მუშაობა), ჯამური ხანგრძლივობით 30 სამუშაო დღემდე, 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის მაისის ბოლომდე პერიოდში.

შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა ინგლისურ ენაზე იხილეთ თანდართულ ფაილში.

კანდიდატს მოეთხოვება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ლაბორატორიულ მედიცინაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, მიკრობიოლოგიაში ან მომიჯნავე სფეროებში, ლაბორატორიულ სისტემებსა და ჯანდაცვის პოლიტიკაში მუშაობის სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილება, ასევე ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი მითითებულ მისამართებზე (Omari Jones - ojones@fhi360.org, Bermet Dosaaly - BDosaaly@fhi360.org).

სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილება და მოთხოვნილი დღიური ანაზღაურების განაკვეთი. კანდიდატების შეფასება მოხდება მათი კვალიფიკაციისა და შეთავაზებული ფასის ოპტიმალური თანაფარდობის საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
FHI 360
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა