იურისტი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ეკონომ შოპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი #1 (გუდვილის შენობა) სამუშაო განაკვეთი: სრული, (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)
აი სი არ ჯგუფში შემავალი, მინდობილი კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და სხვადასხვა მიმართულებით წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
- შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის, რეგულაციებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების პირობების განხილვასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
- სასამართლო დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და დავების წარმოებაში მონაწილეობა;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი შესაძლო გავლენის შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამოქალაქო, სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
- სასამართლო დავებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სამართლებრივი ანალიზისა და დასკვნების მომზადების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
საჭირო კომპეტენციები
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- მოლაპარაკებისა და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებთან ადაპტაციისა და პროფესიული განვითარების მზაობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.