8145 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QVAGQF0S გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი

ჯეო-ბი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1

ანაზღაურება: 1400 ლარი

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;

** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;

** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;

** იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება;

** სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო)

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯეო-ბი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის