8961 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QWH78ZXG გამოქვეყნდა 1 ოქტ 12 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - თელავი

Bank of Georgia
თელავი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
განაცხადი კომპანიის საიტზე ↗
₾700 / თვეში

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დიჯიტალ სერვისების ოფიცრის პოზიციაზე ქ.თელავში.

ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ: - ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა: - გაეცნო საქართველოს ბანკის პროცესებსა და პროდუქტებს;

  • შეხვდე, დაეხმარო და კონსულტაცია გაუწიო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს დისტანციური არხებით ოპერაციების შესრულებაში;
  • გააცნო და შესთავაზო მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტები და ამ პროდუქტების დისტანციური არხებით გააქტიურება და გამოყენება;
  • უზრუნველყო მომხმარებელთა რიგების მართვისა და გადამისამართების პროცესი;

ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასსხელზე ასაღებ 700 ლარს+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • კომფორტულ სამუშაო სივრცეს - სტანდარტულ სერვისცენტრში;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
  • განვითარების შესაძლებლობას: 3-დან 6 თვემდე პერიოდში გექნება შესაძლებლობა დაწინაურდე, როგორც ფილიალის სხვა პოზიციებზე - ასევე შენი უნარების შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ბანკის სხვადასხვა მიმართილებით

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა