7619 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QX968SDW გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ედვერთაიზერი

SlaySong გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია SlaySong-ი აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.

SlaySong არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 15 ქვეყანაში.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-19:00.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრულ სარეკლამო არხებში რეკლამების გაშვება და მართვა (Meta Ads, Google Ads, TikTok Ads);

** რეკლამების მუდმივი ოპტიმიზაცია და შედეგების გაუმჯობესება (ROAS, CPA, CR);

** რეპორტინგი და ანალიზი: კამპანიების შეფასება, შედეგების დამუშავება, ინსაითების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;

** ახალი სარეკლამო არხებისა და ფორმატების ტესტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** Meta Ads, Google Ads და TikTok Ads პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

** Excel / Google Sheets-ის ცოდნა;

** AI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველი გამოცდილება:

** Shopify-ზე მუშაობის გამოცდილება;

** GA4-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;

** E-commerce ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;

** DTC ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებული და თანმიმდევრული მუშაობის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ედვერთაიზერი.

"კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
SlaySong

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა