მომსახურე პერსონალი
BURGER KING ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია გრილზე შემწვარი ხორცის მიმართულებით. პირველი BURGER KING-ის რესტორანი გაიხსნა 1953 წელს ფლორიდის შტატში ქალაქ ჯექსონში, დღეს კი ის უკვე მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში BURGER KING-ის პირველი რესტორანი 2012 წელს გაიხსნა. თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური,პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია BURGER KING-ში. თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება ბევრი მეგობარი და კომფორტული სამუშაო პირობები! თუკი გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი და გამოავლენთ ორგანიზატორულ თვისებებს, პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას თქვენ გელოდებათ კარიერული წინსვლა!
BURGER KING აცხადებს ვაკანსიას მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ: - 8 საათიან სამუშაო გრაფიკს - კვირაში 2 დღე დასვენებით. - უფასო კვებით. - საღამოს ცვლაში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა უფასოდ(სმენის დასრულების შემდეგ.) - ანაზღაურება 950 ლარი+ ზეგანაკვეთურის ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ნომერზე ფილიალების მიხედვით:
მის: ჭავჭავაძის 36 ა
სითი მოლი - ვაჟა ფშაველას 70
თბილისი მოლი - აღმაშენებლის ხეივანი მე 16კმ
გალერეა თბილისი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.