9,155 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

QXET5GX5 გამოქვეყნდა 18 სექ 3 ნახვა

BRG

BRG

პროექტის მენეჯერი

BRG გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

"BRG Service" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

"BRG Service" სარემონტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურებაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ, პუნქტუალურ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სარემონტო და სამშენებლო პროექტების კოორდინაციას, სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლს, ასევე კლიენტებთან, ბრიგადებთან, კონტრაქტორებსა და მომწოდებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური ხედვა და პრაქტიკული აზროვნება, სამუშაო პროცესის გააზრების, შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების დროულად გამოვლენის უნარი.

მზად ვართ, შერჩეულ კანდიდატს ცალკეული მიმართულებების უკეთ ათვისებასა და პროფესიულ განვითარებაში ხელი შევუწყოთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პრაქტიკულ მხარდაჭერას და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე სამუშაო სისტემებთან და CRM პლატფორმასთან მუშაობას;
  • ორგანიზებულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსებითა და სამუშაო საშუალებებით უზრუნველყოფას;
  • კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობისა და პოზიციის განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00;
  • სრული განაკვეთი;
  • სამუშაო მოიცავს ოფისში მუშაობას და პროექტის ობიექტებზე რეგულარულ ვიზიტებს;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + წარმატებულ პროექტებზე მიბმული ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სარემონტო და სამშენებლო პროექტების დაგეგმვა და ყოველდღიური კოორდინაცია;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ტექნიკური შეფასება და ხარვეზების დროული გამოვლენა;
  • ბრიგადებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ კომუნიკაცია;
  • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითებით სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროექტების მართვის, სარემონტო, სამშენებლო ან დაკავშირებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ძირითადი პროცესების ცოდნა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია.

საკვალიფიკაციო უნარები:

  • ტექნიკური ხედვა და შესრულებული სამუშაოს შეფასების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • რამდენიმე მიმდინარე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პრობლემების დროულად გამოვლენისა და გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისურ ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
  • CRM ან პროექტების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "პროექტის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
BRG
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა