გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

QYHKVWBW გამოქვეყნდა 10 ნოე 21 ნახვა

საოპერაციო მენეჯერი

ექსოლოტ ინვესტმენტს გარე განცხადება
₾5000–6000 / თვეში +166% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,069 ₾ · 111 განცხადება ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ექსოლოტ ინვესტმენტსი" სტაბილურად მზარდი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება კომერციული უძრავი ქონების სექტორზე. ჩვენი უპირველესი მიზანი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივების შეძენისა და განვითარების გზით საინვესტიციო პორტფელების გაძლიერებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაზარზე ნდობის გაღრმავება, მყარი და საიმედო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. "ექსოლოტ ინვესტმენტსის" მთავარი საქმიანობა გამორჩეული კომერციული სივრცეების შექმნაა ისეთი ინდუსტრიების წამყვანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა : საცალო ვაჭრობა, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.exolot.ge

"ექსოლოტ ინვესტმენტს" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-19:00;
  • ანაზღაურება: 5000-6000 ლარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა, ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და დავალებების შესაბამისად;
  • უძრავი ქონების შეძენიდან ობიექტის მოიჯარისთვის გადაცემამდე მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • მიმდინარე პროექტებისა და სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი და შესაბამისი პირებისგან ინფორმაციის მიღება;
  • პროექტების მენეჯერისა და ტექნიკური მენეჯერის საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების მონიტორინგი;
  • სხვადასხვა მიმართულებასა და ჩართულ მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო პროცესებში არსებული შეფერხებების იდენტიფიცირება, შესაბამისი საკითხების ხელმძღვანელთან დროული ესკალაცია და მათი მოგვარების პროცესში მონაწილეობა;
  • დამტკიცებული გეგმების, ბიუჯეტებისა და რესურსების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის კონტროლი;
  • ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ორგანიზება და ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
  • მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, უძრავი ქონების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო ან პროექტების მართვის მიმართულებით, უძრავი ქონების სფეროში;
  • უძრავი ქონების განვითარების, კომერციული ფართების მართვის, მომზადების ან მოიჯარეებისთვის გადაცემის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხვადასხვა პროცესისა და სამუშაოს ორგანიზებისა და შესრულების კონტროლის გამოცდილება;
  • რამდენიმე მიმართულების პარალელურად კოორდინაციის უნარი;
  • დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების კონტროლის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების დროულად იდენტიფიცირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე კონცენტრირება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გაცნობებთ, რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარე ან/და შემდგომი დასაქმების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა