მძღოლი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მძღოლი.
ძირითადი მოვალეობები:
** სატრანსპორტო საშუალების მართვა; ** საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა; ** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ** სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო); ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).
უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა; ** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116. სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, 9:00 - 18:00მდე . დასვენება შაბათ-კვირა. ანაზღაურება: 1600-2000 + ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tursa.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მძღოლი (თბილისი)".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.